ჩვენ შესახებ

კომპანია "მაუნთ ჰილი"_ს დაარსებიდან 2011 წელი, დღემდე შეუჩერებელი სვლა დახვეწისა და განვითარებისაკენ სათავეს იღებს საუკუნოვანი საგვარეულო ტრადიციებისა და საქმისადმი მიდგომისგან. მთავარი მიმართულება არის ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა და დროისადმი გამძლე ნაკეთობები. 

 მხოლოდ კარგად შესრულებული საქმე განიჭებს სიამოვნებას და სიამაყის განცდას, რომელიც ასევე მთელი ქვეყნის მონაპოვარია. საქმიანობა აქცენტირებულია ეროვნული წარმოების პოპულარიზაციასა და განვითარებაზე. ნატურალური მასალების გამოყენებით იქმნება ნივთები, რომელიც სასიამოვნო განწყობით ავსებს გარემოს ჩვენს ირგვლივ. ნაწარმი გამოირჩევა დახვეწილობით და მაღალი ხარისხით, რასაც ნედლეულის სათანადოდ შერჩევა და ყოველ მომდევნო ეტაპზე გულდასმით შესრულებული სამუშაო განაპირობებს.